გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში 500 მასწავლებელი გადამზადდება

20-02-2023

კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების" პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან, ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს. ღონისძიება იმ ტრენერებთან შეხვედრით დაიწყო, რომლებიც მომავალში პედაგოგებს გადაამზადებენ. შეხვედრა  მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარა და ტრენერებს ინფორმაცია აღნიშნული პროექტის საკითხებსა და მათ სწორად სწავლებაზე მიაწოდა.


მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების საჭიროებებზე კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მასწავლებლებისთვის სასემინარო მოდული და შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა. პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებაზე მეექვსე წელია ზრუნავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930