28-07-2018
სომხური გამოცემა «Голос Армении» აქვეყნებს სარედაქციო მასალას, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
"ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული წარუმატებლობის ფონზე გადაწყვიტა, რომ „განტევების ვაცად“ მინისტრთა კაბინეტის ყოფილი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ექცია. თავის ინტერვიუში „ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყანას ვერ ხელმძღვანელობდაო და მას საპარლამენტო საქმეებშიც ჩარევაც კი დააბრალა.
ბიძინა ივანიშვილის აღიარება იმაში, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში მმართველმა გუნდმა დაშლა დაიწყოო, მართლაც საყურადღებოა, მაგრამ ერთი საკითხი მაინც ღიად რჩება: თუ გიორგი კვირიკაშვილმა ვერ ივარგა, მაშ რატომ დატოვა ამდენ ხანს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ იგი მთავრობის თავმჯდომარედ? და ახლა უუნარობასა და უნიჭობაში ადანაშაულებს... ეს ის კითხვაა, რომელსაც პასუხი არ ექნება. თუმცა ამით საქართველოს მთავარმა „თოჯინათმმართველმა“ მიმდინარე ამოცანა გადაწყვიტა და ყველა ცოდვა თანამდებობიდან გადამდგარ პრემიერ-მინისტრს აჰკიდა, ახლა კი თვითონ „სუფთა ფურცლით“ იწყებს. კაცმა რომ თქვას, მილიარდერს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან გაქცეული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ მალავს თავის განზრახვას ისარგებლოს შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებით, ქვეყანაში სიტუაცია აურიოს და მორიგი რევოლუცია მოაწყოს.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოლიგარქმა გადაწყვიტა ინტრიგული სიტუაცია შეენარჩუნებინა: არაა გამორიცხული მმართველმა პარტიამ მხარი ოპოზიციის კანდიდატს ან დამოუკიდებელ პიროვნებას დაუჭიროსო. ზოგიერთმა ექსპერტმა იფიქრა, რომ მილიარდერს მხედველობაში პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ჰყავდა მხედველობაში, რომელიც თითქოსდა ნეიტრალურ პიროვნებადაა მიჩნეული. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა კანდიდატის რანგში არც საკუთარი თავი არ გამორიცხა საბოლოოდ - აშკარაა, იმ შემთხვევისათვის, თუ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა სიტუაციას სერიოზულად აურ-დაურევს"-ნათქვამია სტატიაში.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge