გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21-02-2023

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სურსათის კვლევის მიმართულებით დასანერგი დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს.


„ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეგიონული ლაბორატორიების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დუშეთის ლაბორატორიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს ცხოველთა დაავადებებისა და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დუშეთის ლაბორატორიას დაემატება სურსათის კვლევის მიმართულება, რაც განსაკუთრებული ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს, სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930