გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, რომელმაც C ჰეპატიტთან ბრძოლს წარმატებით გაართვა თავი

28-07-2018

2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის
ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს
პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ
დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის
თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება
ითქვას, რომ ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს
საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.


„სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი
პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი, ზოგადად, არის ისეთი ტიპის
დაავადება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რესურსების მაქსიმალურ
მობლიზაციას მოითხოვს. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა
სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა,
რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ,
სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის
მიმართაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს,
როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი
მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა
იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, იყო ჯანდაცვის
ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე
მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან
ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ
მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე
გამოწვევა, რომელიც კაცობრიობას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ
სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, ისევე,
როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც
ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, - განაცხადა მამუკა
ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930