გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ლალიაშვილი: "მწვანე ეკონომიკის" კონცეფციის რეალიზება ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროება

28-07-2018

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გუშინ, კოჯორში წარდგენილი “მწვანე ეკონომიკის” კონცეფციას დადებითად აფასებს.


როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ეს დროული ნაბიჯი იყო, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას.


“პრემიერის მიერ გუშინ წარდგენილი “მწვანე ეკონომიკის” კონცეფცია და დამატებით, თბილისის მერის, კახა კალაძის რამდენიმე დღის წინ წარდგენილი სატრანსპორტო პოლიტიკა დადებითად შემიძლია შევაფასო. ეს არის ის, რაც ჰაერივით გვჭირდება დღეს ქვეყანაში. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე ასე აქცენტირებულად საუბრობენ. ბუნებრივია, ეს ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ეს არის უფრო ეკოლოგიის ჭრილში, ამიტომ გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოების ნაწილს კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და იგივე პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, როგორიც “მწვანე ეკონომიკას”. საგზაო უსაფრთხოების საჭიროების აქტუალობას უნდა გაესვას ხაზი, რომ ადამიანები აღარ დაიღუპონ გზებზე და შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები. როგორც “მწვანე ეკონომიკაა” საჭირო, ისევეა ეს საკითხი, რადგან ორივე ეს მიმართულება ჯანსაღ გარემოს ემსახურება”,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ კოჯორში მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია – „მწვანე ეკონომიკა“ გააცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930