22-02-2023
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB 2023-ის მონაწილე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შეხვდნენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პრეზენტაციაზე გამოფენის დეტალებს გაეცნენ. ITB 2023-ზე კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.
„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა საზღვარგარეთ საქართველო მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყოს. შემთხვევით არ ხდება და ძალიან დიდი შრომაა გაწეული. საუკეთესო მომენტია ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები გამოვლინდეს და ვაჩვენოთ მსოფლიოს როგორ შეგვიძლია წარვდგეთ, როგორც ტურისტების მასპინძელმა ქვეყანამ. სტუმარმასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, სწორედ ამ სახელით წარვდგებით გამოფენაზე“,-აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით გერმანიის ტურისტული გამოფენა კარგი შესაძლებლობაა სერვისის გაუმჯობესებისთვის.
„კოვიდპანდემიის შემდეგ 5.5 მილიონი ტურისტი ეწვია საქართველოს, მილიარდობით თანხა შემოვიდა, რაც ეკონომიკაში ბრუნავს და ეს ციფრები გრძელვადიან და მოკლე ვადიან პერსპექტივაში გაზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენი გამოწვევაა სერვისის გაუმჯობესება. გამოფენაში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს ამ დარგში მომუშავე ადამიანებმა დახვეწონ მუშაობა და მსოფლიოს ვაჩვენოთ როგორი სტუმართმოყვარე ერი ვართ“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
16-11-2024
16-11-2024