გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არც ერთ ადამიანს ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი - მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს

23-02-2023

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არც ერთ ადამიანს, ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირები (ააიპ) არიან ის სუბიექტები, რომელთაც ეწოდებათ უცხოური გავლენის აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.


კობახიძის თქმით, ბევრი ადამიანის შეშფოთების საფუძველი გახდა ტერმინი „აგენტი“, ვინაიდან პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ყალბი კამპანია აგორდა.

 

„ბევრი ადამიანი ობიექტურად შფოთავს, მათ შორის, საკმაოდ ღიმილისმოგვრელი შემთხვევა იყო: ერთ-ერთი კომპანია, პირობითად, „რომპეტროლი“, რომელიც არის ევროპული, რუმინული, ამ შემთხვევაში, იქ ვმუშაობ და მეც აგენტად უნდა გამომაცხადოთო? ვიღაცას უკითხვას ჩვენი თანაგუნდელისთვის, იმდენად ყალბი კამპანია აწარმოეს ამ კანონის გარშემო. არანაირი კავშირი არ აქვს „რომპეტროლში“ მუშაობას და არამარტო მუშაობას, მის ხელმძღვანელობას, ზოგადად, მის ოპერირებას იმ კანონპროექტთან, რომელიც არის ინიცირებული.


ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არც ერთ ადამიანს, ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ ააიპ-ები არიან ის სუბიექტები, რომელთაც ეწოდებათ უცხოური გავლენის აგენტი.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930