23-02-2023
ხელისუფლება, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2004-12 წლებში, იყო უმძიმესი კორუფციული სკანდალებით დატვირთული, ბიზნესის რეკეტი - ეს იყო ერთერთი მძიმე დანაშაული, რაც ანგრევდა სახელმწიფოებრიობას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა.
მისი თქმით, რასაც აკეთებდნენ სხვა პოზიციებიდან 2012 წლამდე, იგივეს აკეთებენ ახლა უკვე ოპოზიციის რიგებიდან.
„ხელისუფლება, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2004-12 წლებში, იყო უმძიმესი კორუფციული სკანდალებით დატვირთული, არა მარტო კორუფციით, ბიზნესის რეკეტი - ეს იყო ერთერთი მძიმე დანაშაული. უამრავი სხვა დანაშაული ჰქონდათ, პატიმრების წამება, გაუპატიურება, მედიის მონოპოლიზაცია, იმედში შეჭრა და ა.შ., მაგრამ ბიზნესის რეკეტი იყო ერთერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული, რაც ანგრევდა სახელმწიფოებრიობას.
რა თქმა უნდა, ისინი იმაგრებდნენ პოზიციებს როგორც ხელისუფლება, მაგრამ ამასთან ერთად, ანგრევდნენ სახელმწიფოებრიობას. ეს არის ის დანაშაულები, რომელიც ჩადენილი აქვთ სააკაშვილს, კეზერაშვილს, ამიტომ იძულებული არიან დღესაც დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს. რასაც აკეთებდნენ სხვა პოზიციებიდან თავის დროზე, 2012 წლამდე, მაშინაც ისინი სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას უპირისპირდებოდნენ, იგივეს აკეთებენ ახლა უკვე ოპოზიციის რიგებიდან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024