გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
რუსი პოლიტოლოგი: რატომაც არ უნდა გადაედგა ასადს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარების ნაბიჯი?

28-07-2018

რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი მიიჩნევს, რომ სირიის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანია რადგან, პირველად, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო მხარს უჭერს მოსკოვის პოზიციას იმ საკითხში, რომელიც მის საკუთარ ინტერესებში არ შედის.


„ეს თითქოსდა კითხვას უსვამს რუსეთის სხვა მოკავშირეებს: თუ თქვენ ასეთ უბრალო საკითხშიც კი, როგორიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაა, რუსეთს მხარს არ უჭერთ, მაშინ რა მოკავშირეები ხართ?“-განუცხადა სილაევმა ამერიკული რადიოსადგურის, «RF//RL»-ის კორესპონდენტს.


პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ასადს ამ ნაბიჯით რუსეთის მარიონეტობა არ დაუმტკიცებია.


"მე ბაშარ ასადს მარიონეტს ვერ ვუწოდებ. რა თქმა უნდა, მან წარმატებას რუსეთის დახმარებით მიაღწია, მაგრამ არის კიდევ ირანი, ვისთანაც მას მჭიდრო კავშირები აქვს, არის თურქეთიც, რომელთანაც 2012 წლამდე ბაშარ ასადს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა. სირია, ცხადია, ახლო აღმოსავლეთის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო არაა, მაგრამ მას მარიონეტს ვერ უწოდებ.


ვფიქრობ, აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი მხრივ - ბაშარ ასადისათვის საქართველოსთან ურთიერთობა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის. დამასკო არაფერს კარგავს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით. იმ ნაკლოვანებათა სიას, რასაც ამერიკელები ბაშარ ასადის შესახებ ავრცელებენ, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარება ბევრს არაფერს ამატებს. მეორე მხრივ - რატომაც არ უნდა გადაედგა ასეთი ნაბიჯი რუსეთის მხარდასაჭერად? არაა გამორიცხული, რომ ეს რუსეთ-სირიის მოლაპარაკების დღის წესრიგის საკითხი ყოფილიყო"-აცხადებს სილაევი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930