23-02-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ომის გამო სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით უკრაინამ 15 წლით უკან დაიხია.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ უპირობო განადგურება ემუქრებოდა და ემუქრება საქართველოს, თუ ჩვენ შევასრულებთ მტრის დაჟინებულ მოთხოვნას და აქ გაიხსნება მეორე ფრონტი.
„ყველა ის არაადამიანი, ვინც ეწევა ომის პროპაგანდას, ანუ რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერი არის ჩვენი ქვეყნის განადგურების მსურველი. დიახ, უპირობო განადგურება ემუქრებოდა და ემუქრება საქართველოს, თუ ჩვენ შევასრულებთ მტრის დაჟინებულ მოთხოვნას და აქ გაიხსნება მეორე ფრონტი.
ასევე ყველა ნაძირალაა, ვინც დღეს საზოგადოებას აწვდის ყალბ დილემას - ან ომი, ან სახელმწიფოებრიობა. არანაირი მსგავსი მოცემულობა ჩვენ წინაშე არ დგას! დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი რეალობა - მშვიდობა და განვითარება ჩვენ ქვეყანაში, ხოლო მტერს, ომის პარტიას უნდა რომ საქართველო უბრალოდ აღარ არსებობდეს“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024