24-02-2023
როგორც ჩანს, შერჩევითი დემოკრატიაა დასავლეთიდან, რომელიც გვეუბნება, რომ რაც შესაძლებელია და მისაღებია მათთვის, დაუშვებელია ჩვენთვის, რადგან პატარა სახელმწიფო ვართ და ამის უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას არა იარაღი, არამედ კანონის უზენაესობა დაიცავს.
„ვხედავთ, რომ დასავლეთში უკვე ღრმა, პოლიტიკური დეპრესია დაიწყო, ვხედავთ რა პროცესები მიდის მსოფლიოში და ბუნებრივია, ყველა ცდილობს საქართველო თავისი ბრჭყალებიდან არ გაუშვას. ამ ფონზე, საქართველოსთვის დღეს არაჩვეულებრივი პირობებია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მსგავსი კანონების მიღებით მისი თვითმყოფადობა გაამყაროს.
ქვეყანას იარაღი ვერ დაიცავს, ამისთვის კანონის უზენაესობა საჭირო და პოლიტიკური სტატუსია საჭირო. ეს არის ჭკვიანური, გონივრული პოლიტიკა, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა აწარმოებს და რაც „ხალხის ძალამ“ ქართველ ხალხს შესთავაზა“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
16-11-2024
16-11-2024