24-02-2023
ონის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის 130/კმ საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
თოვლწმენდის სამუშაოები ჩატარებულია ქალაქ ონსა და მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ღების, გლოლის, ჭიორის, ქვემო ბარისა და ონი-ირის მიმართულებით. ასევე, თოვლწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ბარი-მრავალძლის მიმართულებით.
ონის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია, ამ დროისთვის ელექტროენერგია მიეწოდება ქალაქ ონსა და მუნიციპალიტეტის რვა სოფელს, ხოლო აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს გომის, ჯინჭვისის, ლაგვანთას, საკაოს, მაჟიეთის, ხიდეშლების, ზუდლის, ფარახეთის, ღების, ჭიორისა და გლოლის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად.
16-11-2024
16-11-2024