24-02-2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან მოითხოვა და მიიღო 150 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
16-11-2024
16-11-2024