24-02-2023
დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. დღესაც ბედავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს, მსჯავრდებული და დამნაშავე სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციისთვის შემოაპარეს, ამ ავანტიურის წარმატების შემთხვევაში საქართველოში მეორე ფრონტსაც გახსნიდა, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც „გმობს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე."
როგორც ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ამის მიუხედავად კი, ერთი წელია დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ისმენენ საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის წევრების მისამართით.
მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილის მიერ, საქართველოში ხელისუფლების არეულობის გზით ცვლილებით და ქვეყნის ომში ჩართვით ასე ღიად დაინტერესება.
„რუსეთ-უკრაინის უსასტიკესი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. 1 წელია საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მხარი დავუჭირეთ 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს(მათ შორის გუშინ გაეროში), პირველ ადგილზე ვართ ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მიხედვით, 200 000 უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამებით, 30 000 მეტი უკრაინელი ლტოლვილი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს საქართველოში, 1 წელია 1 გულწრფელი მადლობა არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, პირიქით 1 წელია უსამართლოდ და დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ხელისუფლებას, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, 1 წელია ,,გვამუნათებენ" და მოგვიწოდებენ ,,გავისეირნოთ" სოხუმში და ცხინვალში, გადავცეთ საბრძოლო იარაღი, ჩავერთოთ ომში და გავხსნათ მეორე ფრონტი.
დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. დღესაც ბედავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს, მსჯავრდებული და დამნაშავე სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციისთვის შემოაპარეს, ამ ავანტიურის წარმატების შემთხვევაში საქართველოში მეორე ფრონტსაც გახსნიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ნაწილი ასე ღიად არის დაინტერესებული არეულობის გზით ხელისუფლების ცვლილებით და ქვეყნის ომში ჩართვით, თუმცა მიუხედავად ამისა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მუდამ ექნება ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ხოლო კასიანოვის მსგავსი ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ!“ - წერს ბოჟაძე.
16-11-2024
16-11-2024