გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

25-02-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა. 


ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერების ძველ უნიფორმებში გამოწყობილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი. 


102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სკოლის იუნკერები და მოხალისეები შეეწირნენ. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930