გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე ამ ქურქუმალებისგან ვერ გამოძერწავ ვერაფერს

25-02-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სამოქალაქო აქტივისტის ნიკა ნარსიას მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „მჯერა მიუხედავად მიჰილზმისა რომელსაც ვამარცხებთ ყველა ერთად | არავის არ დავუთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და გავიმარჯვებთ,“ ქადაგიძის თქმით, როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე ამ ქურქუმალებისგან ვერ გამოძერწავ ვერაფერს.


„კეზერას "ინტელიგენცია", რომელიც ყოველ დღიურად ანცვიფრებს საზოგადოებას თავისი ინტელექტითა და მომავლის ხედვით "ვერბორკიდან" მიჰილიზმამდე... ანუ ქურქუმალები ახალ, თანამედროვე, მომავლის ენას ამკვიდრებენ, ქართულ პოლიტიკაში. წადით "თხა და გიგო" გადაიკითხეთ, გაეშვით პოლიტიკას, არ არის თქვენი საქმე... როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე ამ ქურქუმალებისგან ვერ გამოძერწავ ვერაფერს...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031