გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ახალ ელჩს ნორვეგიის სამეფოში, ზურაბ ბერიძეს შეხვდა

28-02-2023

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ბერიძეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს და სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაციის იმედი გამოითქვა.


ზურაბ ბერიძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, იყო არაერთ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამასთან, სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930