გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის

1-03-2023

შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი წერს.


სუბარის თქმით, იმედოვნებს, რომ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას.

“წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ.


იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი – შეერთებულ შტატებში ან კანადაში.


ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის – ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით”, – წერს სუბარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930