გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმაც გაუქმდა

30-07-2018


საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პარტია "გირჩის" წევრების სარჩელი დააკმაყოფილა.

მოქმედებს გამონაკლისები, რომლის მიხედვითაც დღევანდელი გადაწყვეტილება არ მოქმედებს მარიხუანის საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებსა და სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

საკონსტიტუციოში სარჩელი პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩს" ჰქონდა შეტანილი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2016 წლის 4 მარტს დაიწყო. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31