გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დათო ევგენიძე: საქართველო ბუნებით მასპინძელი ქვეყანაა, ITB Berlin-ის გამოფენაზეც ეს ექსკლუზივი ჩვენია

2-03-2023

გერმანიაში ITB 2023-ის ტურისტულ გამოფენას საქართველო გრანდიოზული გალაკონცერტით გახსნის. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა. ბერლინში მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგებიან. თუ რა მუსიკალური პროგრამით წარდგება გამოფენაზე საქართველო საუბრობს კომპოზიტორი დათო ევგენიძე.


„უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უმსხვილესი კომპანიები. საქართველო თავის ბუნებითაც მასპინძელი ქვეყანაა, მაგრამ აქ ექსკლუზიურად- პლუს მართლა მასპინძელ ქვეყნად ვართ დასახელებული, სადაც ჩვენი საოცარი კულტურა, ქართული ხალხური კულტურა და ჩვენი კლასიკოსები იქნებიან წარდგენილი. სპეციალურად შევარჩიეთ ცნობილი ტანო -ტატანო, ლექსი ნობილი ყველასთვის იმ ქართული პოეზიის ნაწილი, რასაც ქართული ენის დღესასწაული ჰქვია,თან რითმითაც თოთხმეტ-მერვედზეა, რაც ქართული ცეკვების რითმებსაც აერთიანებს. ამ ეთნო ჯაზს შევთავაზებთ მსოფლიო მსმენელს და მაყურებელს“,-აცხადებს დათო ევგენიძე.


ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.


2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას  181ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930