2-03-2023
საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ვენედი ბენიძე, გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბარში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, რიჩარდ მაილსთან ურთიერთობის ერთ ფრაგმენტს იხსენებს, როდესაც, მისი თქმით, ელჩი მას მაგიდაზე მუშტებს უბრახუნებდა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს, 2013 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:
მახსოვს რიჩარდ მაილსი (აშშ-ის მაშინდელი ელჩი საქართველოში) მუშტებს მიბრახუნებდა მაგიდაზე, რატომ ბასილ მკალავიშვილი არ დაიჭირეო. მოსამართლემ თქვა უარი, ჩვენ რა შუაში ვართ, შენც ცეკას ინსტრუქტორი ხომ არა ხარ, მუშტებს რომ მიბრახუნებ-მეთქი?
იმუქრებოდა, იზოლაციაში მოგაქცევთ თუ არ დაიჭერთო.
დაახლოებით ეს დამოკიდებულებაა დღესაც, დასავლეთი და ამერიკა ითხოვენ ასე გააკეთე თორემ ასე მოგთხოვო" - განუცხადა გამოცემას ვენედი ბენიძემ.