გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ პრეზიდენტს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

30-07-2018

მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ძალები იმაზე არიან დამოკიდებული, თუ როდის დაასახელებს პრეზიდენტი თარიღს.
მათიკაშვილი პრეზიდენტს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდებს.
„ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ როდის დაასახელებს პრეზიდენტი თარიღს. საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვით ადრე დაასახელა პრეზიდენტმა თარიღი და რა გავლენა მოახდინა ამან საარჩევნო პროცესზე კარგად გვახსოვს - ძალიან გააძვირა წინასაარჩევნო გარემო. არგუმენტაცია კი პრეზიდენტის მხრიდან იყო ის, რომ პარტიებს დიდი დრო უნდა ჰქოდეთ რათა კარგად მოემზადონ არჩევნებისთვისო.

როდესაც საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, რატომღაც ამ მხრივ არ ხდება დროული გადაწყვეტილების მიღება. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება რათა ქვეყანამ, კონკრეტულმა პარტიებმა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან დროულად გაიგონ როდის იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031