გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტი ვალდებულია ყველა ხარჯი გაასაჯაროვოს  

30-07-2018


 მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მეთაურის ყველა ხარჯი გამჭვირვალე უნდა იყოს.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს წინაშე და საკუთარი ერის წინაშე აუცილებლად პასუხი უნდა აგოს.

 

„რა თქმა უნდა, ყველა ხარჯი უნდა იყოს გამჭირვალე, მითუმეტეს იმ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ქვია. რა თქმა უნდა, ყველა კაპიკი მის მიერ დახარჯული უნდა იყოს გამჭირვალე და ეს როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს ეხება. როდესაც საუბარია თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის 9 მილიონ ლარიან საქმეზე, რომელიც თქვენ გახსოვთ, „კოსტიუმების საქმედ“ იყო შეკერილი,  როგორც ამას თვითონ მარგველაშვილი მოიხსენიებდა და როგორ ცდილობდა ის და დღესაც ცდილობს, რომ დღის სინათლე არ ნახოს ამ ყველაფერმა, თუ რაში დაიხარჯა ის ძველი ხარჯები, სად გადაიხადა პრეზიდენტმა ამდენი ფული. სწორედ ანალოგიურს აკეთებს დღესაც, როდესაც ის არ ასაჯაროვებს  მის მიერ გაღებულ ხარჯებს.

 

პრეზიდენტი მარგველაშვილი არის ვალდებული საკუთარი ერის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჩვენ ის მოგვწონს თუ არ მოგვწონს.

 

 მე რომ გითხრათ, რომ ძალიან მწყინს ის, რომ მალე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება , მოგატყუებთ. იმიტომ, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ, სანამ არის პრეზიდენტი და მერეც, სახელმწიფოს წინაშე და საკუთარი ერის წინაშე მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს, აუცილებლად უნდა გვითხრას, სად წაიღო მან ის ფული, რომელიც, დიახ, ბიუჯეტიდან არის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი. ეს არის ისეთივე ნათელი  როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია,  პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს ყველა ხარჯი, ის უბრალოდ ვალდებულია რომ ეს გააკეთოს,- დავით მათიკაშვილი იმედის ეთერში

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031