2-03-2023
სამწუხაროდ, საქართველოს მტრები ჰყავს გარეთაც და შიგნითაც არაერთხელ ვითხოვე, რომ იქნებ ერთი წინადადება მაინც სადმე მოძებნოთ, რომ საერთო ჰქონდეს რუსულთან, ან ერთს - კანონპროექტის ქართულ ვარიანტს, ან მეორეს - სუფთა ამერიკულს, რომელსაც ისევ რუსულს უწოდებენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.
მისი თქმით, არა არასამთავრობო სექტორის აკრძალვა ან შეზღუდვა, არამედ - ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა კანონის მიზანი.
„ბევრი ისაუბრეთ და ბევრ რამეში გეთანხმებით - არასამთავრობო სექტორი ბევრ კარგ რამესაც აკეთებს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი ვნახეთ მაშინაც, როდესაც სახალხო დამცველი ადამიანების უფლებებზე ობიექტურად ზრუნვაზე მეტად ბომბების ქვეყანაში ცვენას ანიჭებდა უპირატესობას. ვნახეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ავარდა და მთავრობის ტექნიკური მთავრობით შეცვლას ითხოვდნენ და საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვდა ამაში - ზუსტად საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მათ მხარდაჭერას.
ჩვენი კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება. ასევე ვითხოვ - თუკი სადმე ნახავთ აკრძალვას ან შეზღუდვას, გვითხარით და აქვე ჩავასწორებთ, რადგან მეც არ მინდა, რომ არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს. მაგრამ, როცა ამბობთ, რომ ფინანსური გამჭვირვალობა ისედაც საკმარისიაო - ამერიკაში ფინანსური გამჭვირვალობა უკეთესია, ვიდრე - საქართველოში, მაგრამ ამერიკას ეს კანონი 1938 წლიდან აქვს, რომელიც დღესაც მოქმედებს. მტრული სახელმწიფოების მიმართ არის ეს კანონიო - ამერიკას ჰყავს მტრები და საქართველოს არა? სამწუხაროდ, საქართველოს მტრები ჰყავს გარეთაც და შიგნითაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
16-11-2024
16-11-2024