გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გოგიჩაიშვილი: მარგველაშვილი იმ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ორი წლის წინ ჯიუტად იცავდა

30-07-2018

„პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ორი წლის უკან, მიუხედავად მთავრობის, პარტიების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მოწოდებისა, ჯიუტად იცავდა"-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, ჩვენ კარგად გვახსოვს 2016 წელს, მარგველაშვილის გადაწყვეტილება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე გამოაცხადა, რის შედეგადაც საარჩევნო ხარჯები გაიზარდა, კამპანიის წარმოება და საპარლამენტო მუშაობა კი ფაქტობრივად ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც გარკვეულწილად საარჩევნო პროცესი დააზიანა.


"მისი ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ პარტიებს არჩევნებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა, როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკველობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს.


ის, ზოგჯერ აგვიანებს, ზოგჯერ ნაადრევად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ზოგჯერ ილუზიას ქმნის თითქოს რაიმე მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. მისი ასეთი ქმედებები კი სახელმწიფოს ინტერესებსა და პოლიტიკურ პროცესს აზიანებს” - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31