გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ღლიღვაშვილი: ITB Berlin გვაძლევს უფრო დივერსიფიცირებული ტურისტული ბაზრების მასპინძლობის შესაძლებლობას

4-03-2023

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. 


ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. კერძო სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „Lopota Lake Resort & Spa-“-ს წარმომადგენელი მაკა ღლიღვაშვილი.


„ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაში საქართველოს კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოფენა გვაძლევს უფრო დივერსიფიცირებული ტურისტული ბაზრების მასპინძლობის შესაძლებლობას“,- აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.


 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930