5-03-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ხუთწუთიანი ეფექტის მქონე ჩემი გამონათქვამი“ საერთოდ უნდა გაგეტარებინათ, ქალბატონო ექს -„სახალხო დამცველო“ ამ შემთხვევაში. ამ მყისიერი რეაგირებით, თქვენ იმ „ხუთ წუთს“ უსასრულობის ფორმატი მიანიჭეთ. თანაც, ჯიუტად და გასაგებად არ წერთ: „მე და ჩემი მოადგილე ბურჯანაძე, გახარიასთან ერთად, ერთ ოთახში არ ვყოფილვართ“. არადა, იყავით.
ამიტომაც გამოეხმაურეთ ასე მეყვსეულად ამ ფაქტს და თქვენ (!) დასავლეთის მიერ აღიარებული VIP-პერსონა (!!!), ვიღაც რიგითი „ექსპერტის“ დონეზე, თავის მართლების რეჟიმამდე „დაეცით“. უხერხულ მდგომარეობაში მე კი არა, ამ უსუსური თავის მართლებით თქვენ აღმოჩნდით. ერთ პატარა ტექსტში - სამჯერ ახსენეთ ტერმინი „რუსული“. მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, ამდენჯერვე რომ გამოგეყენებინათ ტერმინი „ქართული“, დღეს სახალხო პატივისცემასაც ეღირსებოდით იმ „ჩინ-მედლებთან" ერთად“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024