გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!

6-03-2023

90-იან წლებში, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ჩვენმა ხალხმა,გადავიტანეთ ურთულესი სამოქალაქო ომების მთელი ტალღები, სადაც ათიათასობით ქართველი ქართველის ხელით დაიღუპა. სულ მეგონა, რომ ეს უახლოესი ისტორიული მეხსიერება დაგვიცავდა ანალოგიური შეცდომებისგან, რომ 90-იანი წლების ომები, ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებდა, რათა იგივე შეცდომები არ დაგვეშვა - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და ტავისუფლებას" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

 

"ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო  გამეზარდა შეგრძნება, რომ დაგვავიწყდა, რა გამოვიარეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ. არც კი  მსურს ვიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს - რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპოს საქართველოში და საბოლოოდ დაინგრეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და საინტერესოც კი არ არის, რატომ.

 

ჩვენ, პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ, ყელაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამოქალაქო ომი, რომელსაც ქართველ ხალხს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი სთავაზობენ, თავიდან ავირიდოთ.

 

2024 წელს, ქართველმა ხალხმა არჩევნებით უნდა შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რაც ერთადერთი გზაა, ჩვენს ქვეყანაში დამანგრეველი ომის თვიდან ასარიდებლად" - აცხადებს ოქრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930