გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი კახა გოგოლაშვილს: ვერც ერთი კანონი ვერ მოგაყენებთ რეპუტაციულ ზიანს ისე, როგორც ახლა თქვენ აყენებთ საკუთარ თავს; ნუ იტყუებით!

6-03-2023

„ბატონო კახა თქვენ რეპუტაციაზე აკეთებდით აქცენტს და მერწმუნეთ ვერც ერთი კანონი და ვერც ერთი სახელწოდება ვერ მოგაყენებთ ისეთ რეპუტაციულ ზიანს, როგორც ახლა თქვენ აყენებთ თქვენს საკუთარ თავს. ძალიან სამწუხარო და მძიმეა ამის ყურება“- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კახა გოგოლაშვილის მისამართით განაცხადა, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

 

შაქარიშვილის თქმით, იმდენად დიდია მიზანი საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარების, ბევრ ადამიანს ათქმევინებს ამერიკულ კანონზე რომ რუსულია.

 

„მთავარი მინდა ვთქვა საზოგადოებისთვისაც და მოგახსენოთ თქვენ, ძვირფასო პარლამენტის წევრებო. ირკვევა რომ საქართველოში რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა იმდენად დიდი მიზაზნია, რომ ნედ პრაისსაც, კელი დეგნანსაც და სხვათა ბევრს ათქმევინებს ამერიკულზე რომ არის რუსული.

 

მაგალითად, იმდენად მაღალია ეს მიზანი, რომ ბატონ ლაშა ტუღუშს საკუთარივე მომზადებულ დასკვნაზე ათქმევინებს უარს, ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაიყვანს პროვოკაციაზე, ვაშაძეს კიდევ ერთხელ ამოაგდებს შარვლიდან და ა.შ. ეს არის მთავარი, რომ თქვენ არც კანონი გაინტერესებთ, არც საქართველოს ევროპული მომავალი გაინტერესებთ, არც შშმ პირების მდგომარეობა და არც თეონა აქუბარდია რომ სპეკულირებდა აქ და გამყოფ ხაზს ახსენებდა, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ ლაპარაკობთ რომ აქ აგენტია თითქოს შეურაცხმყოფელი და ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს ვინმეს. რეპუტაციული ზიანი ეძებეთ მეგობრებო თქვენს საქმიანობაში“- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930