გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: როდესაც აგინებ პატრიარქს, ქართულ ეკლესიას, სახელმწიფოს ქაოსში და რევოლუციურ სცენარში ჩათრევა, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, ჩვენ ვეუბნებით მათ - ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ

7-03-2023

როდესაც შენ აგინებ პატრიარქს, ქართულ ეკლესიას, ქართული სახელმწიფოს ქაოსში და რევოლუციურ სცენარში ჩათრევა გინდა, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, გაორმაგებულ ენერგიას ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები ჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ - ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პატიოსნად მოფიქრალ თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ამის საწინააღმდეგო ვერაფერი უნდა ქონდეს.

 

„როდესაც შენ აგინებ პატრიარქს, უკაცრავად რომ ამის თქმაც კი მიწევს, ქართულ ეკლესიას, ქართული სახელმწიფოს ქაოსში ჩათრევა გინდა, რევოლუციურ სცენარში, ომში ჩართვა გინდა და ამის კამპანიას აძლიერებ, გაორმაგებულ ენერგიას ვიცით, რომ გაორმაგებული ფინანსები ჭირდება, ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ახლა ადექით და ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს, კეთილშობილურ მიზნებს კი არა, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ამის გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ. ამის საწინააღმდეგო, პატიოსნად მოფიქრალ, თავის სამშობლოს მოყვარულ ადამიანს ვერაფერი უნდა ქონდეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930