გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველო მოძღვარი: ამერიკის ერთ-ერთ შტატში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა, რის შედეგადაც ავარიების რიცხვმა 11%-ით იმატა

31-07-2018

ნიუ-იორკში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის დამაარსებლისა და წინამძღვრის, მამა ალექსანდრე თანდილაშვილის განცხადებით, მარიხუანას და ზოგადად ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება დაუშვებელია.


საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში, მამა ალექსანდრე ამერიკის ერთ-ერთი შტატის მაგალითს იხსენებს, სადაც მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა, რის შედეგადაც იქ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იმატა.


„ვერ გეტყვით მარიხუანას დეკრიმინალიზაციით რისი პოვნა და მიღწევა უნდათ, იმას კი გეტყვით, რომ სადაც მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა სიკეთე არსად არ მოუტანია, პირიქით.


მგონი კოლორადოს შტატში მოხდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ყოველი დღის ნიუსებში გადმოსცემდნენ, რომ 11%-ით მოიმატა საგზაო შემთხვევებმა. ან რომელ ქვეყანას მოუტანა სიკეთე, ჩვენ რომ მოგვიტანოს? ეს ყველაფერი კარგი თუ არის, რატომ აქ ამერიკაში არ არის დაშვებული?“-აცხადებს მამა ალექსანდრე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031