გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ამერიკული "ლეგიტიმაციითა" და თვითკმაყოფილი იდიოტიზმით განმსჭვალული კოლექტიური ლომჯარია-კაჭკაჭიშვილები სტუდენტებს ტვინებს ურეცხავენ,რომ რამენაირად პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს ქვეყანაში

8-03-2023

დღეს სტუდენტებთან ჰქონდა შეხვედრა ნინო ლომჯარიასა და იაგო კაჭკაჭიშვილს, სადაც პირდაპირ ტვინებს ურეცხავენ,რომ აიკრძალება არასამთავრობოები და სტუდენტებს განვითარების პერპექტივა ეკარგებათ. ადგილზე რამდენიმე სტუდენტმა საპირისპირო აზრი დააფიქსირა და კრიტიკული კითხვები დასვა, რაზეც სულ შპიონები და შეგზავნილები ეძახეს,რაზეც სტუდენტება შორის შელაპარაკებასაც ქონდა ადგილი - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური გემოვნების მქონე პროფესორები ბოროტად იყენებენ სტუდენტებთან წვდომას და მათ პროცესების რადიკალიზაციის მიზნით, არასწორ ინფორმაციას აწვდიან აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონის შესახებ.

 

„დღეს სტუდენტებთან ჰქონდა შეხვედრა ნინო ლომჯარიასა და იაგო კაჭკაჭიშვილს, სადაც პირდაპირ ტვინებს ურეცხავენ,რომ აიკრძალება არასამთავრობოები და სტუდენტებს განვითარების პერპექტივა ეკარგებათ.

 

ადგილზე რამდენიმე სტუდენტმა საპირისპირო აზრი დააფიქსირა და კრიტიკული კითხვები დასვა, რაზეც სულ შპიონები და შეგზავნილები ეძახეს,რაზეც სტუდენტება შორის შელაპარაკებასაც ქონდა ადგილი. რა პროცესს ვადევნებთ თვალს ახლა? -იქიდან გამომდინარე,რომ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ვერ ახერხებენ დღის წესრიგის შექმნას ყველაფერს კადრულობენ ეს უსამშობლო ნაძირლები მათ შორის, სტუდენტების დაპირისპირებასა და ბულინგს.

 

ლომჯარია რა წარმოების ნაგავიცაა ვიცით,მაგრამ ეს ჩამოუყალიბებელი პოლიტ-გემოვნების პროფესორები კაჭკაჭიშვილის სახით, რომელთაც საიდანაც დაუბერავს ნიავი იქ ქრიან ყველაზე მავნე გამოვლინებების არიან. წვდომა აქვთ აუდიტორიებთან და სტუდენტებთან,რასაც ბოროტად იყენებენ.

 

 აბა ახლა თუ მიხვდებით, რატომ დააჯილდოვა სახ-დეპმა ლომჯარია ორდენებით და ასე გაშმაგებით რატომ იცავს კელი დეგნანი? ბაიდენის ადმინისტრაცია პირდაპირ დირიჟორობს საქართველოში პროცესებს,რასაც გუშინდელი პრაისისა და საელჩოს განცხადებები მოწმობს. ჰო და ახლა ამერიკული "ლეგიტიმაციითა" და თვითკმაყოფილი იდიოტიზმით განმსჭვალული, კოლექტიური ლომჯარია-კაჭკაჭიშვილები სტუდენტებს ტვინებს ურეცხავენ,რომ რამენაირად პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს ქვეყანაში. მინიმუმ იმიტომ,რომ ლომჯარია ღირსების ორდენს მიიღებს ბაიდენისგან და კაჭკაჭიშვილს სოც-კვლევას დაუფინანსებენ. ნუ,ქვეყანა...ჭირსაც არ წაუღია? ამათთვის ჰომ მთავარი, საკუთარი ბინძური ეგოს და "დიდი ძმის" დაკმაყოფილებაა? უსამშობლო გენმოდიფიცირებულები ყოველთვის ამ მოტივაციით მოქმედებენ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930