გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: იაგო კაჭკაჭიშვილი სტუდენტებთან შეხვედრაზე მათთვის არასასურველი კითხვების დამსმელებს „ნასედკებს“ და მოგზავნილებს უწოდებდა

8-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან ნინო ლომჯარიას შეხვედრას ეხმიანება.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, შეხვედრაზე რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: "კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი - არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?". "შენ ვინ ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს "ნასედკები" ესენი!- ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს "პროფესორები" და ადამიანის "უფლებადამცველები".

 

“როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთი აკრედიტირებული საელჩოდან მიღებული დავალების თანახმად, თსუ-ს სტუდენტებთან შესახვედრად იაგო კაჭკაჭიშვილმა და ზურაბ დავითაშვილმა მოიწვიეს ნინო ლომჯარია.

 

მართალია, ტყავის ქურთუკებისა და მაუზერების გარეშე, მაგრამ ატმოსფერო, რომელიც მათ შექმნეს აუდიტორიაში ტროცკისაც კი შეშურდებოდა. "რუსული...რუსული...რუსული..." - ისმოდა უძველესი ქართული უნივერსიტეტის კედლებში... რამდენიმე ბავშვმა სიტყვა მოითხოვა: "კი მაგრამ, რა არის ამაში ცუდი - არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია რომ ხელმისაწვდომი იყოს?". "შენ ვინ ხარ? რა გვარი ხარ? ვისი მოგზავნილი ხარ??? ეს "ნასედკები" ესენი! გაიყვანეთ აქედან!!! ეხლა ნახე, როგორ დაგვაბეზღებენ!!!" - ერთმანეთის მიყოლებით უყვიროდნენ შეშინებულ ბავშვებს ეს "პროფესორები" და ადამიანის "უფლებადამცველები". ხომ გასაგებია, ვისი დაგეშილებიც არიან, ხომ ისედაც ვიცით, ვისი დაჯილდოვებულია და რა საქმიანობის გამო ექს-ომბუდსმენი, მაგრამ - ამათ მიერ დაშინებულ, დაბულინგებულ ბავშვებს ხვალ უნივერსიტეტის შენობაში თუ მის ფარგლებს გარეთ ვინმემ რამე რომ აკადროს, პასუხს ვინ აგებს?”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930