გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: რა ხდება დღეს პარლამენტთან, გაკოტრებული, რეპუტაციადანგრეული, საკუთარი მოქალაქეების წინაშე დამნაშავე პარტიის მიტინგად ხომ არ გადაიქცა აქცია?

10-03-2023

გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლებამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი უკან გაიწვია, ქვეყანა სისხლისღვრას გადაარჩინა, ყველა დაკავებული გათავისუფლებულია - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, აქცია და ტრიბუნა ხელში აიღეს რადიკალებმა. ახლა ყველა ქმედება, რაც იქ მოხდება, დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერაში ჩაეთვლებათ იქ მდგომ სტუდენტებს, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

"გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლებამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი უკან გაიწვია, ქვეყანა სისხლისღვრას გადაარჩინა, ყველა დაკავებული გათავისუფლებულია. ევროპა გვინდაო და ევროპაში კანონი რომ უზენაესია მომიტინგეებმა ხომ უნდა იცოდნენ, უკვე უსტატუსო ლომჯარიამ თქვა და გამოუშვეს, ასე ხომ არ არის, სასამართლო ხომ უნდა ჩატარდეს? და რა ხდება დღეს პარლამენტთან, გაკოტრებული, რეპუტაციადანგრეული, საკუთარი მოქალაქეების წინაშე დამნაშავე პარტიის მიტინგად ხომ არ გადაიქცა აქცია? ამის თქმის საშუალებას მაძლევს ტრიბუნასთან მდგომი ვანოს და ხაბეს ხელის ბიჭები კაპანაძე და ფავლენიშვილი. აქცია და ტრიბუნა ხელში აიღეს რადიკალებმა. ახლა ყველა ქმედება, რაც იქ მოხდება, დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერაში ჩაეთვლებათ იქ მდგომ სტუდენტებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ახალგაზრდების ბრმა იარაღად გამოყენება კი უპატიებელი" - წერს ფოჩხუა Facebook ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930