გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: „ქართულ ოცნებას“ გააჩნია რესურსი,  ყავდეს კანდიდატი, ვინც საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს

1-08-2018

საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისეთი კანდიდატი წარადგინოს, ვინც საზღვარგარეთაც და შინაურ საკითხებშიც საქართველოს ღირსეულად წარმოაჩენს.


ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„ლოგიკა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს პრეზიდენტი, პარტიულად არ იყოს ანგაჟირებული, რასაკვირველია, ამას გარკვეული ლოგიკა გააჩნია. საკონსტიტუციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასეთივე კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ღირსეულად საზღვარგარეთაც და შინაურ საკითხებშიც, რასაკვირველია, ამის რესურსი „ქართულ ოცნებას“ გააჩნია“- განაცხადა ვოლსკიმ.


„ქართულ ოცნებას“ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, თუ საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31