გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თინათინ გვენეტაძე GIZ-ის წარმომადგენელი: გამოფენა ძალიან წარმატებული იყო, ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა საქართველოს ტურისტული პროდუქტებით

11-03-2023

ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სათავგადასავლო დარბაზში საქართველო დონორ ორგანიზაციებთან ერთად იყო  წარმოდგენილი: ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID,   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ   და ევროკავშირის წარმომადგენლობა, შვედეთის საელჩო და ავსტრიის განვითარების სააგენტო პროექტ GRETA-ს ფარგლებში.  ITB-2023-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ ტურიზმის პროგრამების ექსპერტი თინათინ გვენეტაძე.


„გამოფენა ძალიან წარმატებული იყო. ბევრი ვიზიტორი დაინტერესდა საქართველოთი. ისინი გაეცნენ ჩვენი ბენეფიციარების პროდუქტებს, იმ საქმიანობას, რაც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ჩვენ გვქონდა ღვინისა და საკვების პროდუქტების დეგუსტაცია. მოეწყო კერამიკისა და თექის მასტერკლასები. დამთვალიერებლებს ძალიან მოეწონათ და დიდი იმედი გაქვს ამ გამოფენის შემდეგ საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება“,-აცხადებს თინათინ გვენეტაძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ ტურიზმის პროგრამების ექსპერტი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930