გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ეშინია ვაშაძის, ჩემი და დიდი გაერთიანების

1-08-2018


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, ის ყველაფერს შეცვლის.

მისივე თქმით, იმ წამიდან, როდესაც  ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე დამთავრდება.

 

„მთავარი, რის გამოც მოხდება გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ეს არის ის, რომ თვალსა და ხელს შუა ეცლებათ ქვეყანა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქვეყნის განადგურება. ამ პირობებს პასუხობს მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და მას, ჩემი აზრით, ალტერნატივა არ აქვს.

ივანიშვილის ოლიგარქის ხელისუფლება ეფუძნება იმ თეორიას, რომ მთლიანი კონტროლი აქვს ვერტიკალის, ყველაფერს ის განკარგავს. როგორც კი გაჩნდება ქართველი ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირი, როგორც კი შევა ის პრეზიდენტის სასახლეში, შეძლებს რომ საერთოდ შეცვალოს ყველაფერი, რადგან ის ეფუძნება ხალხის სუვერენულ ნებას. ამას გინდა შეუკვეცონ უფლებები, გინდა საერთოდ სასახლეში არ შეუშვან, გინდაც მანქანაც არ მიამაგრონ, მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მას აირჩევს ქართველი ხალხი. იმ წამიდან, როდესაც  ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე არის დამთავრებული.

ივანიშვილს ეშინია ვაშაძის, ჩემი და დიდი გაერთიანების“- განაცხადა სააკაშილმა.

სააკასვილმა ასევე სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც ზურაბიშვილი საფრანგეთის ელჩი იყო, კარგი ბიოგრაფია ქონდა, თუმცა მას შემდეგ არაადეკვატური ნაბიჯები გადადგა.

„სალომე ზურაბიშვილი იყო საფრანგეთის ელჩი და მაშინ მართლა იდეალური ბიოგრაფია ქონდა, მერე რეებიც ჩაიდინა ყველამ კარგად ვნახეთ, გარდა მისი არაადეკვატური საქციელებისა, მან საქართველოს მტერს რამდენჯერმე ღიად დაუჭირა მხარი და ამას ქვია მხოლოდ სამშობლოს ღალატი.

ივანიშვილი აპირებდა მის დაყენებას იმიტომ, რომ სწორედაც რომ, ჯერ ერთი, გულს გაუხარებდა მის მეგობრებს მოსკოვში, მეორე, იმდენად გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი არასდროს ივანიშვილის კურსს, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არ გადაუხვევს, რომ კარგი კანდიდატია“- განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031