გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს

14-03-2023

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 22 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.


„საზღვაო ქვეითთა თამაშები“ 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა 10-კაციანი გუნდი სპორტის შვიდ სახეობაში ასპარეზობდა. სამხედროებმა ნიჩბოსნობაში, ველორბოლასა და ბირთვის სროლაში ოქროს მედლები, ხოლო სროლაში, სირბილში, მჯდომარე ფრენბურთსა და მშვილდოსნობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამში,  პარასპორტსმენებმა რვა ოქროს, ცხრა ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი დააგროვეს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას 2014 წლიდან იღებენ. „საზღვაო ქვეითთა თამაშებში“ საქართველოსთან ერთად მონაწილეობას ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, კოლუმბიის, საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930