1-08-2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის და მისი ოჯახი საქართველოს უსამართლო სასამართლო სისტემით დაიჩაგრა.
მისივე განცხადებით, იგი მომხრეა საქართველოს სასამართლო სისტემა დაკომპლექტდეს უცხოელი - ამერიკელი და ინგლისელი, მოსამართლეებით.
„მე ვარ მომხრე იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს ამერიკელი და ინგლისელი მოსამართლეებით. ეს ვითომ მოსამართლეები, ვიღაც გვენეტაძე და ვიღაცები, რომლებიც ჩვეულებრივ ჯიბეში უზის ივანიშვილს, მოშორდნენ. ჩამოიყვანოთ, არა ვიღაც მორიგე ქართველები, ამ შემთხვევაში, ისინი, ვინც შეასრულებენ ახალი ხელისფულების დაკვეთებს, არამედ ჩამოვიყანოთ სერიოზული ავტორიტეტული ინგლისელები, ამერიკელები. დაკომპლექდეს სასამართლო უცხოელი მოსამართლეებით და უცხოელმა მოსამართლეებმა გამოიტანონ საბოლოო გადაწყვეტილება.
უფრო მეტსაც გეტყვით, გენერალურ მთავარ პროკურორად ჩამოყვიყვანოთ უცხოელი იურისტი, მაგალითად, ვიღაც ცნობილი ამერიკელი.
მე, მაგალითად, ნდომა არ მაქვს დღევანდელი ინსტიტუტების მიმართ, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. ეს ხალხი უკვე იმდენად შეეჩვია ხელისუფლების დაკვეთების შესრულებას, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულეს. თუ ვინმე დაიჩაგრა, ასევე, უსამართლობით სასამართლო სისტემაში ვართ მე და ჩემი ოჯახი.
როდესაც ჩვენ შევაჩერებთ ქართული სახელმწიფოს განადგურებას, ჩვენ გვჭირდება სხვა ტიპის ცვლილებებლი.
მესამედი საქართველოს შემოსავლების მიდის ბანკების მომსახურებში. რა არის ეს?! რა თქმა უნდა, უსამართლო საბანკო ვალები უნდა გაიყინოს.
თუ ვთვლი, რომ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, მე შევქმნი დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელშიც ვერც ჩემი და ვერც შემდგომი ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
თუ ვიძახი, რომ ჩვენ გავყინავთ უსამართლო საბაკო ვალებს, ესე იგი გავყინავთ უსამართლო საბანკო ვალებს“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
18-12-2024