გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"ჯუნომ" იუპიტერის ახალი, განსაცვიფრებელი ფოტოები გამოგზავნა

9-01-2018

2017 წლის 16 დეკემბერს, NASA-ს 1$ მილიარდად ღირებულმა კოსმოსურმა ხომალდმა „ჯუნომ“ მეათეჯერ შემოუარა იუპიტერს.

ყოველ 53 დღეში ერთხელ, ზონდი შედარებით ახლოს მიდის გაზის გიგანტ პლანეტასთან და თავის ინსტრუმენტ JunoCam-ით ახალ ფოტოებს უღებს. რობოტი იუპიტერის გარშემო 209 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

მსგავსი: რა აღმოაჩინა ჯუნომ იუპიტერის დიდ წითელ ლაქაზე...


სურათების მიღებას დედამიწაზე დღეები ან კვირები სჭირდება, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირს. ფოტოების ახალი სერია ასახავს უთვალავ მორევს, მოჩვენებათა მსგავს ღრუბლებსა და შტორმებს.

NASA-მ და სამხრეთ-დასავლეთის კვლევითმა ინსტიტუტმა ნედლი ფოტომასალა თავიანთ ვებგვერდებზე დეკემბრის ბოლოს ატვირთეს. მას შემდეგ, სურათები მრავალმა ადამიანმა დაამუშავა.

„ულამაზესი პლანეტაა რაც კი შეიძლება იყოს, მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდიხარ, იუპიტერი მით უფრო მომხიბვლელი ხდება“, — აღნიშნავს ბრიტანელი გრაფიკოსი სინ დორანი, რომელიც რეგულარულად ამუშავებს NASA-ს ფოტოებს.

წარმოგიდგენთ დორანისა და ხომალდის სხვა თაყვანისმცემელთა მიერ დამუშავებულ საუკეთესო ახალ ფოტოებსა და ანიმაციებს.

NASA-მ ჯუნო 2011 წელს გაუშვა. ხუთი წლის შემდეგ, 2016 წლის 5 ივლისს, ხომალდმა პლანეტას მიაღწია და მის ორბიტაზე გავიდა. მას შემდეგ, ჯუნო აქტიურად იკვლევს მზის სისტემის უძველეს და ყველაზე დიდ პლანეტასა და მის სისტემას.


1tv.ge


ფოტოები იხილეთ ქვემოთ:


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728