19-03-2023
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მიღწეულ შედეგებს აჯამებს.
„თავისი ჩამოყალიბებიდან ნახევარ წელიწადში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“: გამოააშკარავა „გლობალური ომის პარტიის“ არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით; უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად; ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა - რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათეულობით წლების განმავლობაში; ხელი შეუწყო ე.წ. ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას;
გამოააშკარავა და საკუთარ თავზე მიიღო ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბების ფაზაში მყოფი ე.წ. „დავარცხნილი ოპოზიციის“ მიერ ლიბერალური ფაშიზმის გამოხტომები; საზოგადოებაში „კუ-კლუქს-კლანისა“ და ლიბერალური ფაშიზმის იდეების ჩანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება; ამ ეტაპზე, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქვეყანაში „მაიდანის“ და ახალი „რევოლუციის“ მოწყობის გეგმა; გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, პრაიდის ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით;
მხარს უჭერს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც უკვე ქვეყნის პრესტიჟისა და პრინციპის ამბავია; მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში, ღირსეული საქართველოს ერთიან და ღირსეულ დასავლურ ოჯახში მიღების სახით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024