19-03-2023
„პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტშია საუბარი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში, ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.
„სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუკპოსტით გიორგი მუმლაძემაც დაადასტურა.
თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს. პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა“, - ნათქვამია „სიუჟეტში“.
16-11-2024
16-11-2024