20-03-2023
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვითგანხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები.
საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს დაიწყებს. რეგიონში 9000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება.
დღეისათვის,ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება.
შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024