20-03-2023
რადიკალი პოლიტიკოსები - ხოშტარია - ვაშაძე -ჯაფარიძე, მათთან მიერთებული მარგველაშვილი, ბოლშვიკური ტროიკის შემადგენლობასთან ერთად რადიკალიზმის ერთ-ერთ კერას წარმოადგენს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ე.წ. „ტროიკა“ ევროპაში აკეთებს იგივეს, რასაც ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერამდე „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.
„დღეს იგივე „ნაცმოძრაობა“ მათი განშტოებების სახით - რადიკალი ბოლშევიკური „ტროიკა“ დადის ევროპაში და არ იღლება, რათა მიაღწიოს თავისას, რომ საქართველომ რამენაირად არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. „ისინი უკადრებელს კადრულობენ იმისთვის, რომ თავისი მრუდე პარტიული დღის წესრიგი საკუთარი ქვეყნის, ერის, სამშობლოს წინააღმდეგ საბოლოოდ სისრულეში მოიყვანონ, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ საპროტესტო და რევოლუციური მუხტის ასაწევად და რევანშისთვის ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად, რომ სააკაშვილი კვლავ დააბრუნონ ხელისუფლებაში“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი, ბოლშევიკური მიდგომები ვერ და არ გაიმარჯვებს.
„ქვეყანას გააჩნია ევროინტეგრაციის კურსი, ხედავს რა ევროკავშირი, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა თანმიმდევრული ნაბიჯი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ჭრილში იქნება მიღებული გადაწყვეტილება და არა რომელიმე რადიკალური ოპოზიციონერის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის რადიკალური სურვილებით, მარგველაშვილს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, არ დაელოდონ არჩევნებს, მოახდინონ სიტუაციის რადიკალიზაცია და ამღვრეული წყალი მათივე სასიკეთოდ გამოიყენონ. 2012 წლიდან დღემდე არსებული პრაქტიკა ერთ რაღაცას ადასტურებს, რომ ვერც ერთი ანტისახელმწიფოებრივი, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომლის ძირითადი წყარო ყოველთვის „ნაცმოძრაობა“ იყო, აქამდე ვერ განხორციელდა და მათ ყველა ასეთ რევოლუციურ გეგმას ფიასკო ელოდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024