გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თუ „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ

21-03-2023

თუკი „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, თუ ხელისუფლება რადიკალური ოპოზიციის მითითებებს გაითვალისწინებს, ორ-სამ კირაში რუსული ტანკები, შესაძლოა, მართლა იდგნენ თბილისში.


„ჩვენ ერთი წელია ურთულეს გზაზე, ბეწვის ხიდზე დავდივართ და რადიკალური ოპოზიცია და მისი მომხრეები ყველანაირად ცდილობენ ამ ქვეყანას ხელი კრან და სადღაც გადაჩეხონ. რაც არ უნდა რეკომენდაცია იყოს რომელიმე ლობისტის მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თუ ა.შ. ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. თუკი „ქართული ოცნების“ გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ.


რომ დავყვეთ ვიღაცების ნებას, მითითებებს, რადიკალური ოპოზიციის მითითებებს, ზუსტად ორ-სამ კვირაში, სამწუხაროდ, მიწევს ამის თქმა, რუსული ტანკები შეიძლება მართლა იდგნენ თბილისში. მერე მიხვდებიან ვინ არის ნამდვილი რუსული ხელისუფლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31