გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს რაიმუნდ იელეს შეხვდა

22-03-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რაიმუნდ იელეს შეხვდა.


ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის და FAO-სთან კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობის საკითხსგაუსვახაზი.


მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სურსათის მიმართულებით რიგი რეგულაციების შემუშავების და აღსრულების მიზნით FAO-ს ექსპერტული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე საუბარი  შეეხო აკვაკულტურის და თხილის სექტორის მხარდაჭერის საკითხებსაც.


რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავ გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის და სურსათის უვნებლობის მიმართულებების მხარდაჭერას.


შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, FAO-ს წარმომადგენელის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930