3-08-2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთო კახიძის შეკითხვაზე - დასაწყებია თუ არა გამოძიება იმის დასადგენად, იყენებდა თუ არა მირზა სუბელიანი თავის პირად ნაცნობობას ან სამსახურებრივ მდგომარეობას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა.
გახარიას თქმით, ესაა კომისიის ამოცანა და მათ რეკომენდაციასა და დასკვნას ელოდება.
„ბატონო ოთარ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ ამისთვის შეიქმენით. იმისთვის, რომ დაადგინოთ ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი, ეს ერთი, მეორე - თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა გამომძიებელ ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ თქვენ ხო აქ მაყურებლებზე მუშაობთ, დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა ამ გამოძიების ფარგლებში ის ფაქტები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მანდ არ ყოფილა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
19-12-2024
18-12-2024