გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი შოთაძე: 30 დღეში 600 მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა

3-08-2018

„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ისევ ფიქრობს თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.
შოთაძის თქმით, მისთვის პროკურორების მოსაზრება და შეფასება სისხლისსამართლის საქმესთან დაკავშირებით, სანდო და მისაღებია დღესაც.
“ მე მიმაჩნია და ჩემს პოზიციას გეუბნებით, რომელიც მე გავლილი მქონდა შესაბამის პროკურორებთან, რომ ჩატარებული იყო ყველა შესაძლებელი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, ჩატარებული არის 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 30 დღეში. რომელ ყველაზე ლაპარაკობთ? მე რომ წავიკითხო ეს სისხლისსამართლის საქმე, ან ნებისმიერი სისხლისსამართლის საქმე, იმდენი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შეიძლება თავში მომივიდეს, ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს და მე გეუბნებით, რომ ჩემთვის ჩემი პროკურორების მოსაზრება და შეფასება სისხლისსამართლის საქმისა, რასაც ისინი მე მაწოდებენ და რასაც მე შემდეგ საჯაროდ ვაჟღერებდი, სანდო არის და მისაღებია დღესაც“ .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31