24-03-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის გამოსახულებიანი მაისურით პარლამენტის სხდომაზე დასწრებას სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი თქმით, სალომე სამადაშვილს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობასთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითისთვის, ნიკოლეიშვილს ქართველი საზოგადო მოღვაწის ცნობილი სიტყვები - „მამული, ენა, სარწმუნოება“ მოჰყავს და აცხადებს, რომ სამადაშვილი მამულის წინააღმდეგ მოქმედებს, სარწმუნოებას დასცინის, ენა კი მხოლოდ სიძულვილისკენ აქვს მიმართული.
„დიდი ილიას სურათიანი მაისურის ჩაცმა საქმეს რომ შველოდეს, მინიმუმ ყველა ბავშვი, ვინც მესის ან რონალდოს მაისურით დარბის უკვე დიდი ფეხბურთელი იქნებოდა...თუმცა, იმ ბავშვებს ფეხბურთი მაინც უყვართ! აქ კი იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მამული მინიმუმ არ გიყვარს და მის წინააღმდეგ მოქმედებ, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და ქართულ ეკლესიას დასცინი და არ აღიარებ. აი, ენა კი ენა მხოლოდ სიძულვილზე და ზიზღზეა მიმართული...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024