27-03-2023
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„თემა, რომელსაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი შეეხო, ჩემთვის ცალსახად „ანტიქრისტეს ტახტმაშენებლების“ გააქტიურებას უკავშირდება, რომლებიც საკუთარი დედამიზნის მიღწევას მრავალფეროვან ცალკეულ ამოცანათა ერთობლიობის პრიზმაში განიხილავენ, სადაც მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - საქართველო და ქართველობაა.
გლობალური მასშტაბით, თუ რას მიაღწიეს უკვე და რის მიღწევას აპირებენ სამომავლოდ - ეს პროცესი ძალიან კარგად ჩანს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა - პლანეტის მოსახლეობის შემცირების მიღწევა: ომების გაჩაღებით, რასობრივი და ქვიარ-თეორიებით, გენდერული არჩევანით მოზარდებში, სქესობრივი „მრავალფეროვნებით“ დემოგრაფიული კატასტროფების ხელოვნურად გამოწვევით, ტრადიციული და კონსერვატიული საზოგადოებების ჩამოშლით, ახალგაზრდობის „გენმოდიფიცირებით“, მოსახლეობის ერთ მართვად ბიომასად გადაქცევით, პოლიტიკური ექსპანსიით ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებით, აგენტოკრატიების ჩამოყალიბებით, ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის დამკვიდრებით და ა.შ. საქართველოში ამ მზაკვრული გეგმების არაერთი მაგალითი ვიხილეთ უკვე ჩვენ თვალწინ - ლიბერალური ფაშიზმის მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი იდენტობის ჩამოშლის მცდელობა, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმარება, დედა-ეკლესიის წინააღმდეგ დაუფარავი ბრძოლა, ლგბტ პროპაგანდა, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, აბორტების ლიბერალიზაცია, გენდერული თანასწორობის კონცეფციები, სქესის შეცვლის კამპანიები, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ა.შ. საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, ეროვნული ოპოზიციის, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის, დედაეკლესიის უპირველესი ამოცანა ამ ფსევდოლიბერალ-გლობალისტების გეგმების ხორცშესხმის წინააღმდეგ ერთიანი პატრიოტული ფრონტით გალაშქრებაა. და ამ ბრძოლაში ნურავის ნუ დააბრკოლებს თითქოსდა ძალების არაპროპორციულობა.
საქართველოს ამქვეყნიური და იმქვეყნიური მფარველების წინაშე ვერცერთი სატანისტური ძალა იბერიაში ფეხს ვერ მოიკიდებს, თუკი ერის ჯანსაღი ნაწილი „მტკიცედ და შეურყევლად“ იქნება გაერთიანებული ჩვენი დედასამშობლოს საბაზისო ღირებულებების ირგვლივ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024